Monday, June 20, 2011

ჯინსების წარმოშობა

1853 წელს ევროპიდან (ბავარიის პატარა ქალაქიდან ბუტენხეიმიდან) ამერიკაში ჩამოვიდა ებრაული წარმოშობის ახალგაზრდა ადამიანი ვინმე - ლეიბ შტრაუსი (Loeb Strauss). ჯერ კიდევ გემზე მგზავრობის დროს მას უკვე ეძახდნენ ლევი სტრაუსს. მალე ოჯახური გარემოების გამო 24 წლის ლევი აღმოჩნდა ქუჩაში ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე. ხელთ ეჭირა მხოლოდ აფრისის (ტილო) ქსოვილის ერთი რულონი, რომელიც მემკვიდრეობით დარჩა მამისაგან. ნათხოვარი მაკრატლით ნემსითა და ძაფით ამ ქსოვილისგან პირველი შარვალი მან შეკერა საკუთარი ხელით და გაყიდა ერთ დოლარად და ოც ცენტად. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, 1853 წელს ქალაქ სან-ფრანცისკოში, ბეტტერის ქუჩაზე, ლევი სტრაუსმა გახსნა შარვლის კერვის სახელოსნო. 1873 წლის 20 მაისი, როდესაც ფირმამლივაი სტროსს ენდ კომპანიმიიღო  ლიცენზია  და განსაკუთრებული უფლება მოქლონიანი ჯიბეების მქონე შარვლების წარმოებაზე, 20 მაისი  შეიძლება ჩაითვალოს ჯინსის ოფიციალურ დაბადების დღედ.

Wednesday, June 15, 2011

დაპირისპირება და მიბაძვა

მოდაში მთავარი ადგილი დაპირისპირებას და მიბაძვას უჭირავს. დაპირისპირება სუბიექტის მიერ იმ მოქმედებებში ვლინდება, რომლებიც საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებს შორის კონტრასტს ქმნის. მაგალითად: ამას ცნობილი ავტორიტეტული და თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული ადამიანები აკეთებენ და სხვებზე შთაბეჭდილებას ახდენენ. მიბაძვის მექანიზმის ჩართვისას  – ჩნდება მიმბაძველები (ფანები). როგორც წესი, დაპირისპირებას ისინი მიმართავენ, ვინც გამოცალკებების სურვილით არიან მოტივირებულნი, ხოლო  მიმბაძველობა კი, უფრო თავმდაბალი ტრადიციონალისტებისათვის არის დამახასიათებელი, რომელებსაც არ სურთ თავისივე მსგავსისაგან გამორჩეულნი იყვნენ.

მოდა


მოდა აქტუალური თემაა .ავირჩიე  იმიტომ, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.ამბობენ_”მოდა კარგად დავიწყებული  ძველიაო”.მართალია,ის რაც მოდაშია ყოელთვისაა მსგავსება ადრეულ მოდის სტილთან.მაგრამ მარტო მოდის აყოლა არაფერია,თუ ადამიანმა სამოსი ვერ მოიხდინა, ჯობს არ ჩაიცვას ის და სხვა რამ მოიფიქროს. მოდის ყველაზე დიდი ნაწილი აქსესუარებია,არამარტო ახალგაზრდების, არამედ ის ქალებისა და მამაკაცების მთავარი ატრიბუტია,მხოლოდ დახვეწილი სტილით.მაკიაჟი მოდის ერთ-ერთი ნაწილია.მისი გაკეთება სახლშიდაც შესაძლებელია, თუ თქვენ გაქვთ ნიჭი ფერების შეხამებისა და მხატვრობის. მაგრამ მისი პროფესიონალურ დონეზე გაკეთება შესაძლებელია ძვირადღირებულ სალონებში.ვარცხნილობა, მაკიაჟი დამოკიდებულია იმ სტილზე, რომელსაც იმ დროისათვის ატარებთ.პირდაპირ კავშირშია ეს ყოველივე ერთმანეთთან.ხშირად დავობენ სტილზე.ცნობილი ფრაზებია: ”რა უგემოვნოდ აცვია”.რა უკეთია,სულ არ უხდება”?! უნდა გავითავისოთ ,რომ ყველა სამკაულს ერთდროულად ვერ გავიკეთებთ,ჩაცმულობამ უნდა გვიკარნახოს თუ რომელი აქსესუარის გაკეთება შეიძლება.

Tuesday, June 14, 2011

აქსესუარები



ვარცხნილობა

აწეული ვარცხნილობა გლამურულობას მატებს ნებისმიერ ლუქს. სწორედ ამიტომაა ეს ვარცხნილობა პოპულარული წითელ ხალიჩაზე.  მაღლა აწეული თმა აშიშვლებს თქვენს ყველაზე მაცდურ სხეულის ნაწილებს, როგორიცაა მხრები და კისერი,ხოლო გასჰლილი მალავს არასასიამოვნო ნაკვთებს:








ქუჩის მოდა

ქუჩის მოდა უფრო თავისუფალი სტილით ხასიათდება.. თინეიჯერებში გამოიკვეთება კეტები, ჯინსები, გრძელი მაისურები,ეს მოდის ერთ_ერთი სპორტული სტილია.რომელიც არა მარტო ახალგაზრდებში, არამედ მოზრდილ ადამიანებშიც ჭარბობს.






მოდის წარმოშობა

ვის უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ დღეს მოდა საერთოდ არსებობს?! – რა თქმა უნდა...

„მეფე-მზე“ ლუდოვიკო მეთოთხმეტეს. იმ დროს საფრანგეთში ოქროს ხანა იყო – დიდებული ცერემონიები, ყოველდღიური ზეიმები და მეჯლისები, ფუფუნება და ზრუნვა ახალ ტანსაცმელზე. ლუდოვიკო მეთოთხმეტეს დაწყებული საქმე მარია-ანტუანეტამ განაგრძო“, რომელიც საფრანგეთში ავსტრიიდან ჩამოვიდა და გადაწყვიტა, თავისი ჩაცმულობით ყველა გაეკვირვებინა. დედოფლისთვის ახალ-ახალ კაბებს კარის მკერავი როზა ბერტენი ქმნიდა, რომელსაც მოგვიანებით „მოდის მინისტრის“ ტიტული მიანიჭეს. სწორედ როზა ბერტენის ქმნილებაა სახელგანთქმული კრინოლინი. ასევე, წარმოუდგენელი სიმაღლის და „არქიტექტურის“ ვარცხნილობები, რომელშიც მარტო ყვავილებს კი არა, არამედ ბაფთებს, ლენტებს, ძვირფასეულობას, მინიატურულ ხომალდებს და წისქვილსაც კი იპოვიდით. ბერტენის შემდეგ დაიწყო ის ეპოქა, როცა მკერავები უბრალოდ მკერავები კი არ იყვნენ, არამედ ნელ-ნელა „კუტიურიეებად“ იქცნენ. მაგალითად, მადამ ბერტენის შეკერილი კაბა იმაზე ოცჯერ მეტი ღირდა, ვიდრე იმდროინდელი მკერავის წლიური შემოსავალი.                                                  http://otaxi201.wordpress.com/2011/01/30/129/                                                                           

Saturday, May 21, 2011

მაკიაჟი







ჩაცმულობა მეტყველებს ადამიანის ხასიათზე, ასე რომ, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მოდის გემოვნება და დიზაინი თითეული ადამიანისთვის  ერთ_ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანია...