Monday, June 20, 2011

ჯინსების წარმოშობა

1853 წელს ევროპიდან (ბავარიის პატარა ქალაქიდან ბუტენხეიმიდან) ამერიკაში ჩამოვიდა ებრაული წარმოშობის ახალგაზრდა ადამიანი ვინმე - ლეიბ შტრაუსი (Loeb Strauss). ჯერ კიდევ გემზე მგზავრობის დროს მას უკვე ეძახდნენ ლევი სტრაუსს. მალე ოჯახური გარემოების გამო 24 წლის ლევი აღმოჩნდა ქუჩაში ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე. ხელთ ეჭირა მხოლოდ აფრისის (ტილო) ქსოვილის ერთი რულონი, რომელიც მემკვიდრეობით დარჩა მამისაგან. ნათხოვარი მაკრატლით ნემსითა და ძაფით ამ ქსოვილისგან პირველი შარვალი მან შეკერა საკუთარი ხელით და გაყიდა ერთ დოლარად და ოც ცენტად. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, 1853 წელს ქალაქ სან-ფრანცისკოში, ბეტტერის ქუჩაზე, ლევი სტრაუსმა გახსნა შარვლის კერვის სახელოსნო. 1873 წლის 20 მაისი, როდესაც ფირმამლივაი სტროსს ენდ კომპანიმიიღო  ლიცენზია  და განსაკუთრებული უფლება მოქლონიანი ჯიბეების მქონე შარვლების წარმოებაზე, 20 მაისი  შეიძლება ჩაითვალოს ჯინსის ოფიციალურ დაბადების დღედ.

No comments:

Post a Comment