Wednesday, June 15, 2011

დაპირისპირება და მიბაძვა

მოდაში მთავარი ადგილი დაპირისპირებას და მიბაძვას უჭირავს. დაპირისპირება სუბიექტის მიერ იმ მოქმედებებში ვლინდება, რომლებიც საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებს შორის კონტრასტს ქმნის. მაგალითად: ამას ცნობილი ავტორიტეტული და თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული ადამიანები აკეთებენ და სხვებზე შთაბეჭდილებას ახდენენ. მიბაძვის მექანიზმის ჩართვისას  – ჩნდება მიმბაძველები (ფანები). როგორც წესი, დაპირისპირებას ისინი მიმართავენ, ვინც გამოცალკებების სურვილით არიან მოტივირებულნი, ხოლო  მიმბაძველობა კი, უფრო თავმდაბალი ტრადიციონალისტებისათვის არის დამახასიათებელი, რომელებსაც არ სურთ თავისივე მსგავსისაგან გამორჩეულნი იყვნენ.

No comments:

Post a Comment