1853 წელს ევროპიდან (ბავარიის პატარა ქალაქიდან ბუტენხეიმიდან) ამერიკაში ჩამოვიდა ებრაული წარმოშობის ახალგაზრდა ადამიანი ვინმე - ლეიბ შტრაუსი (Loeb Strauss). ჯერ კიდევ გემზე მგზავრობის დროს მას უკვე ეძახდნენ ლევი სტრაუსს. მალე ოჯახური გარემოების გამო 24 წლის ლევი აღმოჩნდა ქუჩაში ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე. ხელთ ეჭირა მხოლოდ აფრისის (ტილო) ქსოვილის ერთი რულონი, რომელიც მემკვიდრეობით დარჩა მამისაგან. ნათხოვარი მაკრატლით ნემსითა და ძაფით ამ ქსოვილისგან პირველი შარვალი მან შეკერა საკუთარი ხელით და გაყიდა ერთ დოლარად და ოც ცენტად. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, 1853 წელს ქალაქ სან-ფრანცისკოში, ბეტტერის ქუჩაზე, ლევი სტრაუსმა გახსნა შარვლის კერვის სახელოსნო. 1873 წლის 20 მაისი, როდესაც ფირმამ ”ლივაი სტროსს ენდ კომპანი” მიიღო ლიცენზია და განსაკუთრებული უფლება მოქლონიანი ჯიბეების მქონე შარვლების წარმოებაზე, 20 მაისი შეიძლება ჩაითვალოს ჯინსის ოფიციალურ დაბადების დღედ.
Monday, June 20, 2011
Wednesday, June 15, 2011
დაპირისპირება და მიბაძვა
მოდაში მთავარი ადგილი დაპირისპირებას და მიბაძვას უჭირავს. დაპირისპირება სუბიექტის მიერ იმ მოქმედებებში ვლინდება, რომლებიც საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებს შორის კონტრასტს ქმნის. მაგალითად: ამას ცნობილი ავტორიტეტული და თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული ადამიანები აკეთებენ და სხვებზე შთაბეჭდილებას ახდენენ. მიბაძვის მექანიზმის ჩართვისას – ჩნდება მიმბაძველები (ფანები). როგორც წესი, დაპირისპირებას ისინი მიმართავენ, ვინც გამოცალკებების სურვილით არიან მოტივირებულნი, ხოლო მიმბაძველობა კი, უფრო თავმდაბალი ტრადიციონალისტებისათვის არის დამახასიათებელი, რომელებსაც არ სურთ თავისივე მსგავსისაგან გამორჩეულნი იყვნენ.
მოდა
Tuesday, June 14, 2011
ვარცხნილობა
აწეული ვარცხნილობა გლამურულობას მატებს ნებისმიერ ლუქს. სწორედ ამიტომაა ეს ვარცხნილობა პოპულარული წითელ ხალიჩაზე. მაღლა აწეული თმა აშიშვლებს თქვენს ყველაზე მაცდურ სხეულის ნაწილებს, როგორიცაა მხრები და კისერი,ხოლო გასჰლილი მალავს არასასიამოვნო ნაკვთებს:
ქუჩის მოდა
მოდის წარმოშობა
ვის უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ დღეს მოდა საერთოდ არსებობს?! – რა თქმა უნდა...
„მეფე-მზე“ ლუდოვიკო მეთოთხმეტეს. იმ დროს საფრანგეთში ოქროს ხანა იყო – დიდებული ცერემონიები, ყოველდღიური ზეიმები და მეჯლისები, ფუფუნება და ზრუნვა ახალ ტანსაცმელზე. ლუდოვიკო მეთოთხმეტეს დაწყებული საქმე მარია-ანტუანეტამ განაგრძო“, რომელიც საფრანგეთში ავსტრიიდან ჩამოვიდა და გადაწყვიტა, თავისი ჩაცმულობით ყველა გაეკვირვებინა. დედოფლისთვის ახალ-ახალ კაბებს კარის მკერავი როზა ბერტენი ქმნიდა, რომელსაც მოგვიანებით „მოდის მინისტრის“ ტიტული მიანიჭეს. სწორედ როზა ბერტენის ქმნილებაა სახელგანთქმული კრინოლინი. ასევე, წარმოუდგენელი სიმაღლის და „არქიტექტურის“ ვარცხნილობები, რომელშიც მარტო ყვავილებს კი არა, არამედ ბაფთებს, ლენტებს, ძვირფასეულობას, მინიატურულ ხომალდებს და წისქვილსაც კი იპოვიდით. ბერტენის შემდეგ დაიწყო ის ეპოქა, როცა მკერავები უბრალოდ მკერავები კი არ იყვნენ, არამედ ნელ-ნელა „კუტიურიეებად“ იქცნენ. მაგალითად, მადამ ბერტენის შეკერილი კაბა იმაზე ოცჯერ მეტი ღირდა, ვიდრე იმდროინდელი მკერავის წლიური შემოსავალი. http://otaxi201.wordpress.com/2011/01/30/129/
Subscribe to:
Posts (Atom)